New York Burger-ი პატარა ამერიკული სწრაფი კვების კაფეა რომელიც კოსტავას ქ.77-ში მდებარეობს.
კლასიკური წითელი ტყავის სავარძლები, ნეონის წარწერა და ფერადი მანათობელი ბურგერის გამოსახულება აბრაზე, შავთეთრკვადრატებიანი ფილაქანი, მაგიდაზე განლაგებული კეტჩუპი, მაიონეზი და მდოგვი, ნაგვის ყუთი, რომელსაც FEED ME აწერია...
ინტერიერი გაიძულებთ იფიქროთ, რომ რომელიმე ამერიკული შტატიდან მეორე შტატში მიმავალი ავტობანზე შეჩერდით და წახემსება გადაწყვიტეთ.
New York Burger-ის ყველაზე დიდი პლიუსი ის არის, რომ ბურგერი აქ ნატურალური ქართული ხორცისგან მზადდება.
ეს არის სწრაფი კვების ობიექტი სადაც შეგიძლიათ გემრიელად მიირთვათ ნატურალური ინგრედიენტებისგან დამზადებული ბურგერი, ჰოთ-დოგი, ენჩილადა და კარტოფილი ფრი, რომელიც თქვენ თვალწინ მზადდება.
იდეალურია ბიზნეს-ლანჩებისთვის.მოქმედებს Take Away და მომავალი ორი წლის განმავლობაში გაფართოვებასთან ერთად სახლში მიტანის სერვისიც დამკვიდრდება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და მომსახურების მაღალი დონე.
